ეკონომიკა

არკადი დვორკოვიჩი: საქართველოს პოზიცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს WTO-ში რუსეთის გაწევრიანების დროს

15 ნოემბერი, 2010 • • 1459
არკადი დვორკოვიჩი: საქართველოს პოზიცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს WTO-ში  რუსეთის გაწევრიანების დროს

2011 წელს რუსეთი აპირებს შეუერთდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, არკადი დვორკოვიჩმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბარაკ ობამასა და დიმიტრი მედვედევის ამ თემასთან დაკავშირებით  მოლაპარაკების კომენტირებისას დვორკოვიჩმა განაცხადა, რომ ორმხრივი მოლაპარაკებების სტადიიდან ისინი მრავალმხრივი მოლაპარაკებების სტადიაზე გადავიდნენ, შესაბამისად, პროცესის დასრულება მოლაპარაკებების ყველა მონაწილეზეა დამოკიდებული. კითხვაზე თუ რამდენად რეალურია მათი შესვლა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მან განაცხადა, რომ სწორედ ეს არის რუსეთის მიზანი და  არა მარტო მათი, არამედ ჟენევის ექსპერტების აზრითაც, სამუშაო ჯგუფების შესახებ ანგარიში გაზაფხულისთვის უკვე მზად იქნება.

დვორკოვიჩმა დასძინა, რომ საქართველოს პოზიცია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის თაობაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მათი ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების დროზე. ჯერჯერობით, არ არსებობს საქართველოს მხრიდან გაკეთებული ოფიციალური მიმართვა, მაგრამ რადგანაც ეს თემა არსებობს, აუცილებელია მისი დარეგულირება.

პრეზიდენტის თანაშემწემ, აგრეთვე,  განაცხადა, რომ მედვედევმა და ობამამ მოლაპარაკებისას  ყველა პრობლემური კითხვა განიხილეს, რომელიც არსებობს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების ინიციატორი კი, მისი თქმით, ამერიკული მხარე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი