ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანიამ იყალთოს 1000-მდე ოჯახის გაზიფიცირება მოახდინა. აღსანიშნავია, რომ იყალთოს მოსახლეობას ბუნებრივი გაზი არასოდეს ჰქონია, თუ აქამდე მოსახლეობას ყოველთვიურად გაზით მომარაგება 50 ლარამდე უჯდებოდა, ”ვისოლის” განცხადებით, ეს ხარჯი 25 ლარამდე შემცირდა.
ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანია თელავის რაიონს გაზს 2008 წლის მარტიდან აწვდის, დღესდღეობით კომპანიის მიერ 10 500-მდე აბონენტია გაზიფიცირებული.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ”ვისოლ ჯგუფმა” ევროპის ბიზნეს დაჯილოვებაზე 100 წარმატებულ ევროპულ კომპანიას შორის გაიმარჯვა და Ruban d’Honneur-ის პრიზი მოიპოვა.
ევროპული ბიზნეს დაჯილდოება ოთხი წელია, რაც არსებობს და მასში მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით მოღვაწე კომპანიები მონაწილეობენ. აღნიშნული ღონისძიების სპონსორი HSBS ბანკია და სწორედ მისი რეკომენდაციით წელს ქართულ კომპანიებსაც მიეცათ საშუალება, წარმატებულ ევროპულ კომპანიებს შორის წარმოჩენილიყვნენ.
”ევროპის ბიზნეს დაჯილდოვებაზე ევროკავშირის 27 ქვეყნის 15000-მდე კომპანია მონაწილეობდა და გამარჯვებულ 100 წარმატებულ ევროპულ კომპანიას შორისაა ვისოლ ჯგუფი. ეს ვისოლის წარმატებული ბიზნეს საქმიანობის კიდევ ერთი აღიარებაა მსოფლიო მასშტაბით”,-განაცხადა ”ვისოლის’ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ.