ეკონომიკა

ამერიკულმა კომპანიამ მექრთამეობისა და კორუფციის ბრალდებით რუსეთში 5 თანამშრომელი დაითხოვა

15 ნოემბერი, 2010 •
ამერიკულმა კომპანიამ მექრთამეობისა და კორუფციის ბრალდებით რუსეთში 5 თანამშრომელი დაითხოვა

საინფორმაციო სააგენტოს, ”news ru”- ს ცნობით, ამერიკული კომპანია  „Diebold”-ის რუსეთის ოფისის ხუთი წამყვანი თანამშრომელი მექრთამეობისა და კორუფციაში მონაწილეობის მოტივით სამსახურიდან გაათავისუფლეს. „Diebold“  მსოფლიოში ცნობილი ბანკომატების მწარმოებელი კომპანიაა. აღნიშნული ინციდენტის შემდგომ „Diebold“ აღარ აპირებს რუსეთის დისტრიბუტორებთან თანამშრომლობას და მისი ხელმძღვანელობა   რუსეთის ბაზარზე საკუთარი გაყიდვების ქსელი შექმნას გეგმავს.  

უფრო კონკრეტულად, კომპანია „Diebold“-ის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა თავისი შვილობილი კომპანიის „Diebold Self Service”-ს 5 თანამშრომელი. ბანკომატების მწარმოებელი ლიდერი კომპანიის აღმასრულებელი დერექტორის, ტომ სვიდარსკის მიერ ”The Wall Street Joural”-თან გაკეთებულ განცხადებაში, თანამშრომელთა გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ეჭვი კორუფციის შესაძლო არსებობის შესახებ. მისი თქმით, შიდა გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის ოფისის თანამშრომლები, მათ შორის მთავარი ბუღალტერი და გაყიდვების მენეჯერები, საეჭვო გადასახადებთან იყვნენ დაკავშირებულნი.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის წლიური ბრუნვა რუსეთში არ აღემატება 10 მილიონ დოლარს  და არ შედის top 50-შიც კი, კომპანია „Diebold“-ის ხელმძღვანელობა რუსეთის ბაზარზე საკუთარი განვითარების დიდ პოტენციალს მაინც ხედავს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი