ეკონომიკა

სააკაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

15 ნოემბერი, 2010 • • 1146
სააკაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დასახელდა-”ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებისა და განვითარების  მხრივ,  მსოფლიოში არც ერთ სხვა ქვეყანას არ მიუღწევია იმდენად დიდი  ეკონომიკური  პროგრესისთვის, რამხელასაც საქართველომ მიაღწია. რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებულ  პირობებში აყენებს საქართველოს”-განაცხადა სააკაშვილმა.

მისი  განმარტებით, აღნიშნული მოვლენები ხდება მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 20% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება-” ეს არის ხალხი, რომლის ოჯახის ბიუჯეტს პურის, კარაქის,  წიწიბურას, ზოგადად, ელემეტარული საკვები პროდუქტების  ყოველი თეთრით  გაძვირება ძალიან დიდ დარტყმას აყენებს”, თუმცა პრეზიდენტმა ისიც დასძინა, რომ საქართველოში ვარდების რევოლუციამდე სიღარიბის მაჩვენებელი 50 %-მდე აღწევდა, ამას გარდა, მისივე თქმით, დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ყველა ოჯახი შემწეობას იღებს.  

პრეზიდენტმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ  ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის  საშუალოდ   8-პროცენტიანი მაჩვენებელი ჰქონდა- ”თუმცა წელს, პირველი ცხრა თვის მონაცემებით, ზრდის 6-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს და ეს იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა იბრძვის იმისთვის, რომ რაიმე სახის ზრდა მაინც ჰქონდეს.”

პრეზიდენტმა ქვეყნის განვითარების მთავარ წყაროებზე, ინფრასტრუქტურის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და ქვეყანაში განათლების უდიდეს მნიშვნელობაზეც ისაუბრა:”საქართველოში ახლა ინგლისური ენის ათი ათასი მასწავლებელი  ჩამოგვყავს. 1500-მდე ამ კვირების განმავლობაში ჩამოვა, ხოლო  3000 – მომავალ წელს. საბოლოოდ, 3-4 წელიწადში ინგლისური ენის ათი ათასი პედაგოგი. ჩვენ ვნერგავთ სწავლების მეთოდს, რომლის ფარგლებში ყველა პირველკლასელი მიიღებს კომპიუტერს”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი