ეკონომიკა

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ 2011 წელს ჯანდაცვის სფეროში

15 ნოემბერი, 2010 • • 1122
რა სიახლეებს უნდა ველოდოთ 2011 წელს ჯანდაცვის სფეროში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ანდრია ურუშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით,  ჯანდაცვის სისტემაში არაერთი სიახლე დაინერგება. რამდენიმე საავადმყოფოს რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია. სამედიცინო დაწესებულებები  თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფილი იქნება.  მინისტრმა განსაკუთრებით ფსიქიკურად დავაადებულთა მკურნალობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ასეთი ავადმყოფების მიმართ მოპყრობა ხშირად არაადამიანური იყო. მომავალ წელს დაიწყება ფსიქიატრიული საავადმყოფოს რეაბილიტაცია და აღჭურვა. მრავალი სიახლე  დაინერგება როგორც ჰოსპიტლების შენობა-ნაგებობასთან, ასევე ჰაიდლაინებთან, ლაბორატორიებთან, საწოლებთან  დაკავშირებით.

“ქრისტიან-დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი დაინტერესდა,  თუ რას ნიშნავდა  ბიუჯეტის პროექტის  მუხლში “სოციალური გაუცხოების დაძლევისთვის” გაწერილი 154 მილიონი ლარი  ნარკომანიით და ალკოჰოლიზმით დაავადებულებისთვის- “თუ ნარკომანებს სახელმწიფო დამნაშავეებად აღიარებს და არა ავადმყოფებად, საინტერესოა, რატომ უნდა დაიხარჯოს ესოდენ დიდი თანხები  დამნაშავეებზე”.

როგორც ანდრია ურუშაძემ განმარტა, მომავალ წელს  ნარკომანების საზოგადოებაში დაბრუნების პროგრამის ხელშეწყობა გაძლიერდება. მინისტრი მიიჩნევს, რომ ნარკოდანაშაული მძიმე კრიმინალია და ნარკოტიკების ბრუნვა ქვეყნისთვის უდიდესი საფრთხეა, მაგრამ სახელმწიფომ დაავადებული ადამიანები საფრთხეში არ უნდა მიატოვოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი