ეკონომიკა

გილაურის 9 დღიანი ვიზიტი ჩინეთსა და ინდოეთში შეფასდა, როგორც ”წარმატება”

12 ნოემბერი, 2010 • • 1025
გილაურის 9 დღიანი ვიზიტი ჩინეთსა და ინდოეთში შეფასდა, როგორც ”წარმატება”

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ფონზე, მთავრობა მიესალმა პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელ მოგზაურობას ჩინეთსა და ინდოეთში, როგორც მსოფლიოს მასშტაბით ამ ორ უძლიერეს ქვეყანასთან ურთიერთობაში წინგადადგმულ ნაბიჯს.  

გილაურის ცხრადღიანი ვიზიტი მსოფლიოს ორ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკის ქვეყნებში შეფასდა, როგორც “წარმატება”, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლება დაახლოებით $ 500-600 მილიონ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ელოდება ამ ქვეყნებიდან მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში.

გილაურის თქმით, ჩინეთი და ინდოეთი დაინტერესდა საქართველოს ეკონომიკით. ჩინეთი დაინტერესედა ფოთის პორტით, ჰიდროელექტროსადგურების და განვითარებადი საბითუმო ენერგეტიკული ბაზრით, ხოლო ინდოეთში უკვე დიდი  ენთუზიაზმით უყურებენ  პოტენციური ინვესტიციების ჩადებას სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და კინოინდუსტრიის სფეროში.

”ჩინეთში საქართველოს მიმართ ინტერესი იყო უფრო მეტი, ვიდრე  ველოდით  და ჩვენ უკვე დავიწყეთ მოლაპარაკებები დაახლოებით ათი პროექტის  განხორციელების შესახებ” –  განაცხადა გილაურმა.

 პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნები ეცდებიან,  ხელი შეუწყონ  ტურიზმისა და ბიზნეს-ურთიერთობების განვითარებას საქართველოსა და ჩინეთის შორის. დღის წესრიგშია, აგრეთვე, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელება ორ ქვეყანას შორის. გილაურის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გამოყენებული იქნება ჩინეთის კომპანიების მიერ, როგორც სატრანზიტო სადგური, რაც ხელს შეუწყობს ევროპული ბაზრების ხელმისაწვდომობის ზრდას.  

მასალების გადაბეჭდვის წესი