ეკონომიკა

„ბათუმი კაზას“ მშენებლობა იწყება

12 ნოემბერი, 2010 •
„ბათუმი კაზას“  მშენებლობა იწყება

ქალაქ ბათუმში ახალი საცხოვრებელი სახლის “ბათუმი კაზას” მშენებლობა იწყება. ახალ ბულვარში სახლის მშენებლობას საფუძველი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა.

აღსანიშნავია, რომ “ბათუმი კაზას” ყოველი ბინა იქნება ხედით ზღვისკენ, კეთილმოწყობილი ეზოებითა და მომსახურების ობიექტებით. ეს ყველაფერი ერთ კორპუსში განთავსდება.

“ბათუმის კაზას” პროექტის ავტორი იტალიელი არქიტექტორი მიკელე დე ლუკია. პროექტს ქართული დეველოპერული კომპანია “ახალი სამშენებლო კომპანია” “საქართველოს ბანკის” და “თიბისის ბანკის” მხარდაჭრით ახორციელებს. საინჟინრო ნაწილს კი ორი იტალიური კომპანია მართავს.

საძირკველზე მუშაობის პროცესში 40 ადამიანია დასაქმებული, რომელთა რიცხვი მშენებლობის დაწყებისთანავე 150-მდე გაიზრდება. “ბათუმი კაზას” მშენებლობა 2012 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი