ეკონომიკა

„სოკარ ჯორჯია გაზი“ უკვე კახეთშია

12 ნოემბერი, 2010 • • 1897
„სოკარ ჯორჯია გაზი“ უკვე  კახეთშია

12 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა და კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა, შპს “სოკარ ენერჯი ჯორჯია”-ს გენერალური დირექტორ მაირ მამედოვთან ერთად, ყვარელში  კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი”-ის რეგიონალური კომპანიის “სოკარ ჯორჯია გაზი – კახეთი”-ს ოფისისა და მომსახურეობის კომპლექსი გახსნეს.

“სოკარ ჯორჯია გაზი” ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიაა, რომელიც საქართველოს შიდა ბაზარზე ეწევა საქმიანობას. აგრეთვე, იგი ახორციელებს გაზის იმპორტს ქვეყანაში და მის რეალიზაციას სოციალური და კომერციული მომხმარებლისათვის. აღნიშნული ოფისი კომპანიამ საქმიანობის ეფექტურობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესებისათვის გახსნა.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და შპს ”სოკარ ჯორჯია გაზ”-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ახალი გაზსადენების მშენებლობას და არსებული გაზის ქსელების რეაბილიტაციას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ 2009-2010 წლების გეგმის თანახმად, საქართველოს სხვადასხვა მხარეში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად  ბუნებრივი აირით უზრუნვლყოფილი იქნება 110 000 აბონენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი