ეკონომიკა

ჩეხეთი სენაკს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს

11 ნოემბერი, 2010 • • 1017
ჩეხეთი სენაკს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს

სენაკის რაიონულ საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლში წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციის მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა – მათ უმაღლესი სტანდარტებით გასუფთავებული წყალი უწყვეტად მიეწოდებათ. წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქცია, სასმელი წყლის ფილტრაციის დანადგარებისა და კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მოწყობა ჩეხურმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია ”ადრამ” ითავა.

პროექტი  ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის დახმარებით, ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთ-საქართველოს ომში განსაკუთრებულად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანების საარსებო მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, კერძოდ კი, ქალაქ სენაკის 5 სამედიცინო დაწესებულებისაგან შემდგარი სამედიცინო კომპლექსის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.

მასალების გადაბეჭდვის წესი