ეკონომიკა

მიხეილ სააკაშვილი – ”გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”

11 ნოემბერი, 2010 • • 1241
მიხეილ სააკაშვილი – ”გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა  ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე რაგბის ახლადაშენებული კომპლექსი „შევარდენი” დაათვალიერა, რომელიც ოფიციალურად 18 ნოემბერს გაიხსნება.

რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამით, დაგეგმილია თბილისის მასშტაბით 12 სტანდარტული სათამაშო-სავარჯიშო სარაგბო ბაზის მოწყობა. სარაგბო მოედნები აშენდება, ასევე, ფოთში, რუსთავში, გორში, თელავში, სენაკში, ქუთაისში, ბათუმსა და მარტყოფში. 2012 წლისთვის სარაგბო ინფრასტრუქტურის პროექტი საქართველოს მასშტაბით მთლიანად დასრულდება.

მიხეილ სააკაშვილმა ისანი-სამგორის რაიონის განვითარებაზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ბოლო ხანებში ამ რაიონში ტექნიკური სასწავლებელი „სპექტრი” გაიხსნა, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია გადამზადება გაიაროს, აქვე აშენდა საცურაო კომპლექსი „ოლიმპიკი”, სადაც რაიონის სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს აბონემენტები უფასოდ დაურიგდათ. პრეზიდენტის განცხადებით, ამ რაიონში აშენდა, აგრეთვე, სტადიონი, კორტები, ძიუდოს დარბაზი.

”აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გაკეთდა გზები და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. ერთი სიტყვით, თბილისის ყველაზე ცუდი საცხოვრებელი რაიონი, რომელიც დასახლებული იყო სოციალურად ყველაზე მეტად დაუცველი ხალხით, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ რაიონად გადაიქცა. სხვათა შორის, პირადად ჩემთვის  ეს ძალზე მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი