ეკონომიკა

საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად იმატებს

10 ნოემბერი, 2010 • • 1072
საქართველოში ჩამოსულ ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად იმატებს

2010 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს 1 681 533 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 38%-ით მეტია.

2010 წლის 10 თვეში, ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ს ქვეყნების გარეშე) საქართველოში 549 920 ვიზიტორი შემოვიდა (შემოსულ ვიზიტორთა 32,7%), რაც გასულ წელთან შედარებით 34%-ით მეტია. 2010 წლის 10 თვეში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულია 1 067 053 ვიზიტორი (ვიზიტორთა 63,5%), რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 39%-ით მეტია.

მიმდინარე წლის 10 თვეში, ამერიკიდან შემოვიდა 20 242 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 1,2%), რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 19%-ით მეტია, აზიის ქვეყნები-დან – 39 866 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 2,4%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება, აფრიკიდან – 2 350 ვიზიტორი (შემოსულ ვიზიტორთა 0,1%), გასულ წელთან შედარებით 184%-ით მეტი, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან – 2 102 ვიზიტორი (ვიზიტორთა 0,1%), გასული წლის 10 თვესთან შედარებით 19%-ით მეტი.

ამავე პერიოდში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორთა (1 067 053) უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 438 866 ვიზიტორი (დსთ-ს ქვეყნების ვიზიტორთა 41,1%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 29,4%-ით აღემატება. სომხეთიდან შემოვიდა 428 211 ვიზიტორი (დსთ-ს ვიზიტორების 40,1%), რაც გასული წლის 10 თვესთან შედარებით 54%-ით მეტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი