ეკონომიკა

შპს ”რეფერალური ჰოსპიტალი” გაიყიდა

10 ნოემბერი, 2010 •
შპს ”რეფერალური ჰოსპიტალი” გაიყიდა

2010 წლის 9 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აუქციონის წესით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შპს „რეფერალური ჰოსპიტალის“ 100%-იანი წილი გაყიდა, საერთო ღირებულებით 550 000 აშშ დოლარი.

აუქციონის პირობების თანახმად, შპს „რეფერალური ჰოსპიტალის“ სამედიცინო პროფილი შესაბამისი ოქმის (ხელშეკრულების) გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს.

ეკონომიკისა და მდგარი განვითარების სამინისტრომ ”ნეტგაზეთთან” საუბარში აღნიშნა, რომ ”რეფერალური ჰოსპიტალი” პოლონურმა კომპანიამ შეიძინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი