ეკონომიკა

საქართველო და სომხეთი ახალ სარკინიგზო სისტემას ქმნიან

10 ნოემბერი, 2010 • • 1228
საქართველო და სომხეთი ახალ სარკინიგზო სისტემას ქმნიან

SCR-ის  ცნობით, სამხრეთ-კავკასიის  (სომხეთი) და საქართველოს სარკინიგზო გზები   ერთბილეთიან სისტემას ქმნიან. 5 ნოემბერს საქართველოსა და სომხეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ”სამგზავრო მატარებელზე ბილეთების წინასწარ დაჯავშნის სისტემის განხორციელების შესახებ”.

სისტემა, რომელიც ერთობლივად შეიმუშავეს ორივე კომპანიის პროგრამისტებმა, უზრუნველყოფს ბილეთების გაყიდვას ორივე ქვეყნის მიმართულებით.

ამ სისტემის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი  საშუალებას იძლევა, მგზავრობა დაჯავშნულ ადგილებზე განხორციელდეს.

სომხური მხარის განცხადებით, ბილეთების ერთობლივი სისტემა დანერგილი იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან  მომდევნო  7 თვის განმავლობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი