ეკონომიკა

სახაზინო ვალდებულებების №43 აუქციონის შედეგები

10 ნოემბერი, 2010 • • 1032
სახაზინო ვალდებულებების №43 აუქციონის შედეგები

2010 წლის 10 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში  8  კომერციულმა ბანკმა  მიიღო მონაწილეობა, მოთხოვნამ 29 500 000 ლარი შეადგინა, რაც №43 აუქციონის შედეგებზე ნაკლებია, სადაც ბანკების მხრიდან მოთხოვნა 38 700 000 ლარს შეადგენდა . მინიმალური, მაქსიმალური და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 10.220%–ით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი