ეკონომიკა

”SMS სესხი” საქართველოს ბანკისგან

10 ნოემბერი, 2010 • • 1124
”SMS სესხი” საქართველოს ბანკისგან

„საქართველოს ბანკი“  მომხმარებელს ახალი „SMS სესხის“ მომსახურებას სთავაზობს. ბანკის კლიენტები სამომხმარებლო სესხის მიღებას ბანკში მიუსვლელად, ბანკომატის მეშვეობით შეძლებენ.

„SMS სესხით“ სარგებლობისთვის მომხმარებელს არ დასჭირდება განაცხადის შევსება, მას  სესხის თანხის გააქტიურება პირდაპირ საკუთარ პლასტიკურ ბარათზე შეეძლება.

„SMS სესხი“ ბანკის მიერ წინასწარ მტკიცდება და განკუთვნილია ბანკის სახელფასო მომსახურების პროგრამაში არსებული მომხმარებლებისთვის. იმისთვის, რომ მომხმარებელმა ისარგებლოს „SMS სესხით“, მას უნდა მიუვიდეს „საქართველოს ბანკისგან“ „SMS“-ი, რომელშიც მითითებულია კოდი, რისი დახმარებითაც  მომხმარებელს „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი ბანკომატიდან საკუთარ პლასტიკურ ბარათზე სესხის თანხის ჩარიცხვა შეეძლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი