ეკონომიკა

რუსული ”გაზპრომისა” და კორეული ”კოგასის” შეთანხმება

10 ნოემბერი, 2010 • • 1103
რუსული ”გაზპრომისა” და კორეული ”კოგასის” შეთანხმება

 ”გაზპრომის” განცხადებით,  რუსეთი და სამხრეთ კორეუელი კომპანია ”Kogas” ბუნებრივი აირის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ დეკემბერში კომერციულ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

შეთანხმება მიღწეულ იქნა  ”გაზპრომის” საბჭოს თავმჯდომარის ალექსეი მილერისა  და Kogas-ის გენერალური დირექტორის Chu Kang Suh მიერ. მოლაპარაკებისას განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა –გრაფიკული კომერციული მოლაპარაკებები და ხელშეკრულების ვადის გაგრძელება 2017 წლამდე.

ასევე ალექსეი მილერი  კორეის ნაციონალური ნავთობკომპანიის (KNOC) პრეზიდენტს Kang Yong-ს შეხვდა და მასთან ერთად მომავალი თანამშრომლობის დადებითი შედეგებიც განიხილა. გადაწყდა,  რომ რუსული ”გაზპრომი” სამხრეთ კორეას ბუნებრივ აირს 2017 წლიდან  მიაწვდის, რომლის მოცულობაც ყოველწლიურად 10 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი