ეკონომიკა

” Google” თავისი თანამშრომლების ანაზღაურებას 10 %-მდე გაზრდის

10 ნოემბერი, 2010 •
” Google” თავისი თანამშრომლების ანაზღაურებას 10 %-მდე გაზრდის

2010 წლის სექტემბრის თვეში ” Google”-ის თანამშრომლების  სოციალურ ქსელ “Facebook”-ზე გადასვლის 118  შემთხვევა დაფიქსირდა. შიდა კორპორაციულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ, გამომუშავებული ხელფასის გარდა, თანამშრომლებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია წახალისება და ბონუს-პრემიები.  ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ 2011 წლის იანვრიდან ინტერნეტ-კომპანია ” Google” ყველა თანამშრომლის გასამრჯელოს   10 %-მდე გაზრდის, ამასთან, თითოეული მათგანი მიიღებს  სადღესასწაულო პრემიებს 1000 დოლარის ფარგლებში. ამის შესახებ ” Google”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ შმიდტმა თავის 23 ათას თანამშრომელს ელექტრონული ფოსტის საშუალებით აცნობა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია მიისწრაფვის მორალური წინსვლისაკენ. ”ჩვენ გვინდა, რომ თქვენი არც ისე იოლი სამუშაო დაფასებულ იქნას ღირსეულად.  ჩვენ   ”Google”-ში    მხოლოდ საუკეთესო კადრების მიღებას განვაგრძობთ ”- წერს შმიდტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი