ეკონომიკა

უკრაინული დელეგაციის ვიზიტი აჭარაში

10 ნოემბერი, 2010 • • 1047
უკრაინული დელეგაციის ვიზიტი აჭარაში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ოდესის ოლქის ვიცე-გუბერნატორს ანატოლი ნოვაკოვსკის და უკრაინის დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. დელეგაციის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან ქართული მხარის გამოცდილებით სატრანსპორტო და სასტუმრო სფეროში საინვესტიციო პროექტების მიმართულებით.

შეხვედრის მთავარი თემა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება იყო. საუბარი  შეეხო, აგრეთვე, საკრუიზო ტურიზმის განვითარებასა და თანამშრომლობას აგრარულ სექტორში. ამას გარდა,  უკრაინულ მხარეს სურს მონაწილეობა მიიღოს  2011 წლის გაზაფხულზე ქ. ბათუმში ოდესის ოლქის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციის ჩატარებაში. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბათუმისა და ფოთის პორტებს დაათვალიერებენ და ფოთის ინდუსტრიულ ზონასაც გაეცნობიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი