ეკონომიკა

ბრიუსელში „საქართველოს ენერგეტიკული კონფერენცია“ დასრულდა

9 ნოემბერი, 2010 • • 963
ბრიუსელში „საქართველოს ენერგეტიკული კონფერენცია“ დასრულდა

საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში  „საქართველოს ენერგეტიკულ კონფერენციას“ დაესწრო.

კონფერენციაზე ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ქვეყნის საკანონმდებლო და მარეგულირებელ ბაზაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოში ამჟამად მიმდინარე პროექტებსა  და ქვეყნის ჰიდროენერგეტიკაში მცირე, საშუალო და მძლავრი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პოტენციურ შესაძლებლობებსაც. მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში მიმდინარე შავი ზღვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიმდინარეობაც აცნობა.

გიუნტერ ოტინგერის საქართველოში ვიზიტი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიგეგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი