ეკონომიკა

ნეთბუქების მწარმოებელი ქარხანა საქართველოში

9 ნოემბერი, 2010 • • 1252
ნეთბუქების მწარმოებელი ქარხანა საქართველოში

საქართველოში კომპიუტერების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობით მსოფლიოს წამყვანი ფირმები დაინტერესდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პორტუგალიაში ,,Intel’’-ის საბავშვო სასწავლო ნეთბუქების მწარმოებელი კომპანია JP Sa Gouto-ს დამფუძნებელს ხორხე სა კოუტოსა და  პროექტ ,,Magellan’’-ის ხელმძღვანელს ლუის სილვიერა პინტოს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო მონაწილეობს მსოფლიოში აღიარებულ პროექტში ,,Magellan’’-ი, რომელიც პირველკლასელებისთვის ნეთბუქების დარიგებას ითვალისწინებს.

პორტუგალიური მხარე მზადაა, კომპიუტერების წარმოება საქართველოშიც დაიწყოს. ეს გამოიწვევს ნეთბუქების თვითღირებულების დაკლებას და ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ნეთბუქების გარდა, ქარხანაში სხვა სახის კომპიუტერების აწყობაც მოხდება. მსოფლიოში ნომერ პირველი პროცესორების მწარმოებელი კომპანია Intel-ი ქარხანას უმაღლესი ხარისხის პროცესორებით მოამარაგებს. საქართველოში ნეთბუქების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის იდეის განხორციელება დიმიტრი შაშკინსა და Intel-ის ვიცე-პრეზიდენტს,  ჯონ დევისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი