ამ კვირაში გამართულ “დიდი ოცეული”-ს სამიტზე გაერთიანების წევრმა ქვეყნებმა პრეზიდენტ ბარაკ ობამასგან მცირეოდენი დიპლომატიური უნარის გამოვლენა მოითხოვეს, ეს ყველაფერი კი მისმა ქმედებამ განაპირობა, როდესაც 600 მილიარდი დოლარის ობლიგაციები შეიძინა, რამაც ოთხივე კონტინენტის კრიტიკა გამოიწვია. აშშ-ს ცენტრალურმა ბანკმა ამით ეკონომიკური კრიზისის გლობალური შედეგები უგულვებელყო.
გერმანიის, ბრაზილიის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები სამიტის წევრი ქვეყნების იმ რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც აშშ-ს მონეტარული პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ. მათი აზრით, ფულის ბეჭდვამ, შესაძლოა, დაასუსტოს დოლარი, შეცვალოს სასაქონლო ფასები და განვითარებადი ბაზრები ინვესტორებისათვის არაკონტროლირებადი გახადოს.
თუ „დიდი ოცეული“ ვერ შეძლებს არსებული გლობალური დაძაბულობის განმუხტვას, ამან, შესაძლოა, მსოფლიო ეკონომიკა საშიშროების წინაშე დააყენოს, რადგანაც პოლიტიკოსები, ერთმანეთთან დაპირისპირების გამო, მას დაუცველს ტოვებენ.
ბარაკ ობამა სეულში, ”დიდი ოცეულის” სამიტზე, ჩასვლას 11-12 ნოემბერს გეგმავს.