ეკონომიკა

ინტერნეტ მაღაზია – ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა

5 ნოემბერი, 2010 • • 2927
ინტერნეტ მაღაზია – ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა

ამიერიდან, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ყიდვას მომხმარებელი ”ინტერნეტ მაღაზიის”   მეშვეობით შეძლებს.

აღნიშნული ინიციატივა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ეკუთვნის. ვებ-გვერდი მომხმარებელს საშუალებას აძლევს,  მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ აუქციონში, გაეცნოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთვნილ 3 მაღაზიაში გასაყიდად გამოტანილი საქონლის სრულ ჩამონათვალს, ფოტოებსა და ფასებს. ფინანსთა სამინისტროს კუთვნილი მაღაზიებია:

ქ. თბილისი, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, სავაჭრო ცენტრი „ჯი-თი-სი“, მაღაზია # 29, სადაც გასაყიდად წარმოდგენილია ტანისამოსი და საყოფაცხოვრებო ნივთები, რომელთა ფასები მერყეობს 1 ლარიდან 80 ლარამდე.

მეორე მაღაზია მდებარეობს ქ. თბილისში, პ. იაშვილის ქ.# 4-ში, სადაც სათევზაო და სანადირო აღჭურვილობა, თოფები, მობილური ტელეფონები, ხალიჩები, ფერწერული ნახატები და საიუველირო ნაკეთობები იყიდება.

ფინანსთა სამინისტროს კუთვნილი მესამე მაღაზია მდებარეობს ელიავას ბაზრობაზე, მაღაზია # 67, სადაც სამრეწველო საქონელი, სამშენებლო მასალა და ავტომობილების ნაწილებია წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი