ეკონომიკა

დაკავება ყალბი დიპლომის დამზადების საფუძველზე

5 ნოემბერი, 2010 • • 1641
დაკავება ყალბი დიპლომის დამზადების საფუძველზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ყალბი დიპლომის დამზადების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები:  ბათუმის სოციალურ-პოლიტიკური ინსტიტუტის ლექტორი მარინე ცეცხლაძე, ამავე ინსტიტუტის მდივანი მარინე აბულაძე, აგრეთვე მოქალაქეები – ემზარ ხალვაში და ვაჟა ბერიძე დააკავეს.

სამართალდამცავების მტკიცებით, გამოძიებით დადგინდა, რომ თავდაპირველად ემზარ ხალვაშმა ყალბი დიპლომის მსურველ მოქალაქეს ე.წ „ბეს“ სახით თანხის ნაწილი გამოართვა  და მის მისაღებად რამდენიმე დღეში დაიბარა, რის  შემდეგაც  იგი დაუკავშირდა თავის  თანამზრახველებს –  ბერიძეს,  აბულაძესა და  ცეცხლაძეს– კურსდამთავრებულისთვის  ყალბი დიპლომის დასამზადებლად.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით,  დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, ყალბი დიპლომის დამზადებაში, მთლიანად 800 აშშ დოლარი აიღეს.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი