მალე გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მოსახლეობა ქალაქ გურჯაანის ცენტრალურ ბაზარს ახალი რეაბილიტირებული გზით დაუკავშირდება.
გურჯაანი – ჭაბუკიანი – აფენი – კაბანის საავტომობილო გზის 29 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას: ხელოვნური ნაგებობების მონტაჟს, 5 ხიდის რეაბილიტაციას და გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან კახეთის რეგიონში გიორგი ღვინიაშვილთან ერთად, სამუშაოების მონიტორინგი პირადად ჩაატარა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 80-მდე ადამიანია დასაქმებული და მათი უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.




