ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო მომხმარებელს ახალ ელექტრონულ მომსახურებას სთავაზობს

5 ნოემბერი, 2010 • • 1119
ფინანსთა სამინისტრო მომხმარებელს ახალ ელექტრონულ მომსახურებას სთავაზობს

ამიერიდან გადასახადის გადამხდელებს საჭირო ცნობების მიღება  შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის  საშუალებით შეეძლებათ. აღნიშნული მომსახურების პრეზენტაცია დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.

შემოსავლების სამსახურში გატარებული რეფორმისა და ელექტრონული მომსახურების ფორმაზე გადასვლის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი ცხაკაიამ ისაუბრა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული კანონპროექტები განიხილა. მათ შორის: “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, “საჯარო რეესტრის შესახებ”, ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე”  (I მოსმენით), რომლებიც, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად,  დევნილთათვის გადაცემულ ქონებასაც შეეხება. კერძოდ, თუ ისინი მათთვის გადაცემული ქონების  პირველად რეალიზაციას განახორციელებენ, გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისაგან და ამავე დროს, თუ ამ თანხის მიღების შემდეგ მათი საერთო შემოსავალი  40 000 ლარს აღემატება, ქონების გადასახადისგანაც განთავისუფლდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი