ეკონომიკა

სადეპოზიტო სერტიფიფიკატების და რეფინანსირების სესხების აუქციონი

5 ნოემბერი, 2010 • • 1047
სადეპოზიტო სერტიფიფიკატების და რეფინანსირების სესხების აუქციონი

2010 წლის 4 ნოემბერს ეროვნული ბანკის 91-დღიან N44 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.50%-ით, მაქსიმალური 9.95%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.78%–ით განისაზღვრა.

რაც შეეხება რეფინანსირების სესხების აუქციონს, 2010 წლის 4 ნოემბერს ეროვნული ბანკის 7-დღიან N44 რეფინანსირების სესხების აუქციონზე 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სესხი გაიცა. სესხის განაცხადი დაუკმაყოფილდა ორ კომერციულ ბანკს. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი –7.50%, მაქსიმალური –7.76%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.59%–ით განისაზღვრა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი