შპს ,,საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტის ,,სწრაფი რკინიგზა – ბათუმიდან თბილისში 3 საათში” სალიანდაგო სამუშაოები კომპანიამ მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 12475 მეტრი ახალი ლიანდაგი დაიგო. როგორც ნეტგაზეთს ”საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განუცხადა, პროექტის ღირებულება დაზუსტებული არ არის, ვინაიდან სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. სულ წლის ბოლომდე დაგეგმილია 31125 მ ახალი ლიანდაგის დაგება.
რკინიგზის მოდერნიაზაციის პროექტის ,,სწრაფი რკინიგზა – ბათუმიდან თბილსში 3 საათში” საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 1 ივლისისათვის დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმიდან თბილისამდე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა მხოლოდ სამი საათი იქნება.




