საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრომ 2010 წლის 3 ნოემბერს აუქციონის წესით „აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი” 1 250 000 აშშ დოლარად გაყიდა.

როგორც ნეტგაზეთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახურმა განუცხადა, აღნიშნული კლინიკა შპს ”ივერმედმა” იყიდა. მათი თქმით, აუქციონის პირობების თანახმად, კარდიოლოგიის ცენტრის ჯანდაცვის პროფილით ფუნქციონირების უზრუნველყოფა შესაბამისი ოქმის გაფორმებიდან 7 წლის განმავლობაში მოხდება.  ამავე დროს, შპს “აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი”-ს ბაზაზე სრულფასოვანი კარდიოლოგიური რეაბილიტაციის სამსახური  შესაბამისი ხელშეკრულების  გაფორმებიდან 3 წლის განმავლობაში შეიქმნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *