2010 წლის 9 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონი გაიმართება. აუქციონი, გრძელვადიანი ტყითსარგებლობისათვის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით გაიმართება და გამოტანილი იქნება 2 ობიექტი:
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მესტიის სატყეო უბანზე, ჯორკვალის ყოფილი სატყეო, წიწვოვანის (სოჭი, ნაძვი) ჯიში, საწყისი ფასით 161 000 ლარი;
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში, ლენტეხის სატყეო უბანზე, ლაშხეთის ყოფილი სატყეო, ფოთლოვანისა (წიფელი) და წიწვოვანის (ნაძვი, სოჭი) ჯიშები, საწყისი ფასით 110 000 ლარი;
ლიცენზიების მოქმედების ვადა 25 წლით განისაზღვრება.