ეკონომიკა

კახეთში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი გრძელდება

3 ნოემბერი, 2010 • • 1072
კახეთში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი  გრძელდება

აჭარის პარალელურად, ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი კახეთშიც მიმდინარეობს და რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის სოფლებს მოიცავს.

სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის” მიერ, საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, 2010 წელს კახეთის რეგიონში სულ გამრიცხველიანებულია 13974 აბონენტი.

წლის ბოლომდე იგეგმება კიდევ 13 სოფლის გამრიცხველიანება, რის შედეგადაც 6043 აბონენტს დაუმონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველი.

უმოკლეს დროში გამრიცხველიანების  სამუშაოები  რუისპირში, წიწკანაანთ სერში, კუჭატანში, სანავარდოში, ქისტაურში, წყაროსთავში, პატარძეულში, ნინოწმინდაში, მაწიმში, წ/წყაროსა და შილდაში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი