ეკონომიკა

გილაური: საქართველოს ეკონომიკა 6 %–ით გაიზარდა

3 ნოემბერი, 2010 • • 1142
გილაური: საქართველოს ეკონომიკა 6 %–ით გაიზარდა

საქართველოს პრემირ მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა 6%–ით გაიზარდა.

ამის შესახებ განცხადება ნიკა გლაურმა მთავრობის სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა.

,,სტატისტიკის დეპარტამენტის უახლესი ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტი გაიზარდა. ეს არის პროგნოზი, ეს არ არის ზუსტი რიცხვი. პროგნოზის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა ცხრა თვის განმავლობაში გაიზარდა 6%-ით’’, – ამბობს გილაური.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გასულ წელს ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი საქართველოში 3,9% იყო. მისი პროგნოზით, ამ წლის საბოლოო მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის 5,5 -6 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი