ეკონომიკა

რუსეთის საერთაშორისო სარეზერვო მოცულობა მცირდება

3 ნოემბერი, 2010 •
რუსეთის საერთაშორისო სარეზერვო  მოცულობა  მცირდება

რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო სარეზერვო მოცულობა 22-დან 29 ოქტომბრამდე  3.1 მილიარდი დოლარით შემცირდა (-0.6 %) და  495.6 მილიარდი დოლარი შეადგინა.  რუსეთის საერთაშორისო ბანკის განცხადებით, ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი  498.7 მილიარდი დოლარის ტოლი იყო. რუსეთის ფედერაციის საბანკო რეზერვი წლის დასაწყისისთვის  439.45 მილიონი დოლარით განისაზღვრა, ხოლო  სექტემბრის თვისთვის ბანკის რეზერვები თითქმის 14 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამ რეზერვების მაქსიმალური რაოდენობა  2008 წლის 8 აგვისტოს დაფიქსირდა და  5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ამ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი სავალუტო რეზერვი  კორეას გააჩნია, რომელიც უკვე დიდი ხანია გასცდა 2.65 ტრილიონ დოლარს, მეორე ადგილზე იაპონიაა, 1.05 ტრილიონი  დოლარით, ხოლო რუსეთი კი მესამე ადგილს იკავებს. ცენტრალური ბანკის უკანასკნელი მონაცემებით, წლიური დაჯამებით, რუსეთის სარეზერვო ვალუტის რაოდენობამ 64.7 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი