ეკონომიკა

საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი რუსთავში

3 ნოემბერი, 2010 • • 1171
საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი რუსთავში

რუსთავში საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი, რომლის პრეზენტაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი დავით კირკიტაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და ,,კავკასიის თანამშრომლობის ფონდი ახალგაზრდების განვითარებისთვის” ხელმძღვენელი ბრუნო ჯიმელლი დაესწრნენ.

პროექტს აფინანსებს ,,კავკასიის თანამშრომლობის ფონდი ახალგაზრდების განვითარებისთვის” და იგი სამ ეტაპს მოიცავს, კერძოდ, გაკეთდება და მოეწყობა 40 –ადგილიანი საცხოვრებელი შენობა, არაფორმალური განათლების ცენტრი და კემპინგისათვის გამოიყოფა ტერიტორია, რომელიც 300 ახალგაზრდაზე იქნება გათვლილი.

,,საერთაშორისო ახალგაზრდული ცენტრი-რუსთავი”-ის პროექტი 2011 წლის ოქტომბერში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი