ეკონომიკა

„ელიტ ელექტრონიქსის“ 21-ე მაღაზია თბილისში გაიხსნა

3 ნოემბერი, 2010 • • 1123
„ელიტ ელექტრონიქსის“  21-ე მაღაზია  თბილისში გაიხსნა

სს „ელიტ ელექტრონიქსმა“, რომელიც  საქართველოში 1996 წლიდან ფუნქციონირებს, ქ.თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის №36-ში, კიდევ ერთი ახალი მაღაზია  გახსნა, რომელიც საქართველოში რიგით 21-ეა. ეს მაღაზია, ისევე როგორც ქსელის სხვა მაღაზიები, ელიტ-ელექტრონიქსის მომხმარებელს რამდენიმე ასეული დასახელების პროდუქტს სთავაზობს.

წლის ბოლომდე დამატებით 4 ახალი მაღაზიის გახსნა  და საქართველოში ელიტ-ელექტრონიქსის ქსელის კიდევ უფრო გაფართოვება იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი