ეკონომიკა

ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი გრძელდება

3 ნოემბერი, 2010 • • 1103
ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი გრძელდება

საქართველოში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი კვლავ გრძელდება. ენერგო-პრო-ჯორჯიას მონაცემებით,  უკვე გამრიცხველიანდა 11 სოფელი, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ 120 სოფლის გამრიცხველიანებაა გეგმაში. ამჯერად ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი აჭარაში მიმდინარეობს, სადაც საწყის ეტაპზე 433 აბონენტის გამრიცხველიანებაა ნავარაუდევი. პროექტის მთლიანი ღირებულება 129 900 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც, მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა.

საქართველოს რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი 2013 წელს დასრულდება და მთლიანად პროექტის მანძილზე ინდივიდუალურად გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობა, ქალაქების ჩათვლით, 360 000–ს გაუტოლდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი