ეკონომიკა

კოკა-კოლა რუსეთის წვენების ბაზრის მესამედის მფლობელი გახდა

2 ნოემბერი, 2010 • • 1277
კოკა-კოლა რუსეთის წვენების ბაზრის მესამედის მფლობელი გახდა

მსოფლიოს უმსხვილესმა ამერიკულმა კომპანიამ, კოკა-კოლამ, რუსეთში წვენების  ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი – სს ”ნიდანის წვენები” 276 მილიონ დოლარად შეიძინა, –  იუწყება РИА “Новости”.

საქმე საბოლოოდ 2010 წლის მეოთხე კვარტალში გადაწყდება.

შეთანხმების თანახმად, კოკა-კოლა წვენების შემდეგ ბრენდებს გამოუშვებს – “Да!”, “Моя семья”, “ВВ”, “Сокос”,”Caprice”, “Мултон” “Добрый”, “Rich”, “NICO Biotime”, “Ясли-сад”. ამჟამად კომპანია რუსეთის წვენების ბაზრის მესამედს ფლობს.

კოკა-კოლა გამაგრილებელის სასმელების  უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში და მის შემადგენლობაშია 500 ბრენდის გაზიანი სასმელი, იგი  მსოფლიოში  ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაცაა და  12 სხვა ბრენდსაც ფლობს; აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანი  მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულებისაა (Diet Coke, Fanta, Sprite, Coca-Cola Zero, Vitaminwater, Powerade, Minute Maid და Georgia Coffee).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი