ეკონომიკა

ქუთაისში, სამტრედიასა და ზესტაფონში მალე მოძრაობა განიტვირთება

2 ნოემბერი, 2010 • • 1198
ქუთაისში, სამტრედიასა და ზესტაფონში მალე მოძრაობა განიტვირთება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული წინასაკვალიფიკაციო შერჩევა დასრულებულია. ტენდერში მონაწილეობის სურვილი  10-მა კომპანიამ გამოთქვა. გამარჯვებული კომპანია იმერეთში ახალ შემოვლითი გზას დააგებს, რომელიც რეგიონს სატრანზიტო ნაკადებისაგან განტვირთავს.

გზის სიგრძე 60 კმ-ია და იგი E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ერთ-ერთი სეგმენტია. აღნიშნული ტენდერი მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისში, ზესტაფონსა და სამტრედიაში მოძრაობა განიტვირთება. ახალი გზის გასწვრივ განვითარდება ინფრასტრუქტურაც.

ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაციის სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო ურთიერთობათა ასოციაციის (JICA) დაფინანსებით განხორციელდება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი