ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაკარგული 30 მილიონი სამუშაო ადგილი

2 ნოემბერი, 2010 • • 1170
ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაკარგული 30 მილიონი სამუშაო ადგილი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გენერალურმა დირექტორმა დომენიკ შტრაუს-კანმა განაცხადა, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა მსოფლიო მასშტაბით 30 მილიონი სამუშაო ადგილი შეიწირა, ეს განცხადება მან მაროკოში, ადამიანთა განვთარების საერთაშორისო ფორუმზე, გააკეთა.

ოფიციალური საერთაშორისო სააგენტოების ცნობით, ახალი გლობალიზაციის პირობებში პირველი პრიორიტეტი ენიჭება დასაქმებას, მეორე – სამუშაო ადგილებს და მესამე ისევ დასაქმებას.

ღონისძიებას 1500-ზე მეტი საერთაშორისო ექსპერტი ესწრებოდა. შტრაუს-კანის განცხადებით, აუცილებელია მოხდეს მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მსოფლიო ეკონომიკის ნგრევა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის გენერალური დირექტორის თქმით, ბევრი კეთდება ეკონომიკური კრიზისის რეგულირების მხრივ, თუმცა რეალური შედეგი მისაღწევად საჭიროა საერთაშორისო ზედამხედველობა.

”დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერებმა ხმამაღალი და მკაფიო განცხადებები გააკეთეს ფინანსური სექტორის რეორგანიზაციის კუთხით, მაგრამ რეალობა უფრო რთული აღმოჩნდა; მიუხედავად იმისა, რომ სისტემა აღარ არის იმდენად მგრძნობიარე, როგორიც კრიზისამდე,   მაინც არ გვაქვს იმის გარანტია, რომ კრიზისი არ განმეორდება ხუთ-ათ წელიწადში და ეკონომიკას ძირს არ გამოუთხრის”, – განაცხადა შტრაუს-კანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი