საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ლეჟავამ ჩქაროსნული გზატკეცილის E-60 მაგისტრალის სვენეთი-რუისი 15–კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულებული 5–კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნეს.
ჩქაროსნული გზატკეცილის E – 60 მაგისტრალის სვენეთი-რუისი 15– კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე აზერბაიჯანული კომპანია აკორდი მუშაობს, რომელსაც ტექნიკურ ზედამხედველობას თურქულ-ქართული კომპანია თემელსუ-BT უწევს. გზის ამ მონაკვეთის მშნებლობაზე 100-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის, ადგილობრივი მცხოვრებლებიც.
აღსანიშნავია, რომ ჩქაროსნული გზატკეცილის მომდევნო მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.