გორისა და ქარელის რაიონების 13 სოფელს ფქვილი და შეშა დაურიგდა

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გორისა და ქარელის რაიონების 13 სოფელს ფქვილი და შეშა  დაურიგდა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გორისა და ქარელის რაიონების 13 სოფელს ფქვილი და შეშა  დაურიგდა. აღნიშნული პროგრამა ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლებში მოსახლეობის ზამთრისათვის საჭირო პროდუქციით  მომარაგებას გულისხმობს.  სოფელ დიდში შეშით უზრუნველყოფის პროცესს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები მხარის რწმუნებულთან ერთად დაესწრნენ.

”ყოველდღიურად ვხვდები მოსახლეობას, ისინი მადლობელები არიან პრეზიდენტისა და მთავრობის წევრების, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო.”-განაცხადა პრეზიდენტის რწმუნებულმა  შიდა ქართლში ზურა არსოშვილმა.

პროგრამის ფარგლებში, თითოეულ ოჯახზე ერთი ტომარა ფქვილი და ორი კუბური შეშაა გათვალისწინებული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge