ეკონომიკა

პირველი ღვინის საწარმო აჭარაში

29 ოქტომბერი, 2010 • • 1222
პირველი ღვინის საწარმო აჭარაში

აჭარაში პირველი ღვინის საწარმო ხელვაჩაურის რაიონის სოფელ აჭარისწყალში გაიხსნება. “აჭარული ღვინის სახლი” ყურძენს ადგილობრივი მოსახლეობისგან შეისყიდის. საწარმოში წლიურად 50 ათას ტონამდე ყურძენს გადაამუშავებენ, რაც 10 ათასამდე ბოთლი ღვინის დაწურვის შესაძლებლობას იძლევა. ღვინის სახლში 3 სახის – თეთრ, წითელ და ვარდისფერ ღვინოებს “ჩხავერისა” და “ცოლიკაურის” ჯიშის ყურძნისგან დაამზადებენ.

“აჭარული ღვინის სახლში” ღვინო ქართულ-ევროპული ტექნოლოგიებით დამზადდება. საწარმო გაზაფხულზე ამოქმედდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი