დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაზა ჭელიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე 2010 წელს სტატისტიკური ინფორმაციის დროულად და ხარისხიანად მოწოდებისათვის სერთიფიკატი 10 კომპანიას გადასცა.
საქსტატი კვლავ აგრძელებს თანამშრომლობას ბიზნესის ასოციაციასთან და დარგობრივ ბიზნეს ასოციაციებთან, რაც ხელს უწყობს საქსტატის სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხისა და საიმედოობის ზრდას და ამასთანავე, ბიზნეს წრეების ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფას.