ეკონომიკა

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალი პროექტების დაფინანსებას გეგმავს

28 ოქტომბერი, 2010 • • 1116
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი საქართველოში ახალი პროექტების დაფინანსებას გეგმავს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე  შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს  ანდრეი კონდაკოვს შეხვდა. შეხვედრის მიზანი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB)  მიერ საქართველოში დაფინანსებული პროექტებისა და პროგრამების მიმდინარეობის გაცნობა იყო, სადაც  სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

”დღევანდელ ვიზიტს ჩვენთვის ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველი, რომ ბანკის პრეზიდენტს პირადად გავაცნოთ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და მეორე, ვისაუბრეთ იმ გზებზე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გააქტიურდეს ამ ბანკის საინვესტიციო მიმართულება საქართველოში,“ – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ.

ანდრეი კონდაკოვის თქმით, მომავალი წლის დასაწყისში ბანკი საქართველოში სპეციალურ მისიას გამოგზავნის, რაც ქვეყანაში ბანკის პორტფელის გაზრდის და ახალი პროექტების დაფინანსების წინაპირობა გახდება.

„ვიმედოვნებთ, რომ ამ შეხვედრების შედეგად ჩვენი ბანკის სასესხო პორტფელი საქართველოში ახალი საინტერესო პროექტების დაფინანსების კუთხით გაიზრდება“ – განაცხადა   შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი