ნეტგაზეთი | ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის გამგეობის თანამშრომელია დაკავებული ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის გამგეობის თანამშრომელია დაკავებული – Netgazeti

ქრთამის აღების ფაქტზე გარდაბნის გამგეობის თანამშრომელია დაკავებული

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონის  გამგეობის სპეციალისტი აფთანდილ მეხტიევი ქრთამის აღების ბრალდებით  დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონის  გამგეობის სპეციალისტი აფთანდილ მეხტიევი ქრთამის აღების ბრალდებით  დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, მეხტიევი ერთ-ერთ მოქალაქეს, თავისი თანამდებობრივი უფლებამოსილების გამოყენებით, მშენებლობის ნებართვის აღებას დაპირდა. ასევე, მას უნდა მოემზადებინა სხვა სახელმწიფო უწყებებიდან საჭირო დოკუმენტაცია და მოეგვარებინა პრობლემური საკითხები, რის სანაცვლოდაც მეხტიევმა ქრთამის სახით  4 000 აშშ დოლარი  აიღო.

სამართალდამცველებმა  მეხტიევი  ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge