“საქართველოს ფოსტა” იყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზაციის საკითხებში პრეს-სპიკერის, გიორგი კალანდაძის ინფორმაციით,  შპს “საქართველოს ფოსტის” გაყიდვის მიზნით, სამინისტრო აცხადებს ტენდერს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი კომპანიებისათვის.

”საქართველოს ფოსტა” სახელმწიფო მფლობელობაშია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს და მის კუთვნილებაშია დაახლოებით 87, 000 კვ.მ. მიწის ფართი და 100, 000 კვ.მ. შენობა. ”ფოსტა” ყველაზე დიდი და სანდო საფოსტო ოპერატორია მთელ ქვეყანაში.  თბილისის გარდა, ფილიალების ქსელი მას ქვეყნის ყველა რაიონულ ცენტრში აქვს, რაც ინვესტორების დაინტერესებას იწვევს.

საქართველოს მთავრობა, თავის მხრივ, მზადაა, განიხილოს კომპანიის განვითარების სხვადასხვა კონცეფცია პოტენციურ მყიდველებთან. ინტერესთა გამოხატვის ვადა 20 დეკემბერს იწურება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge