მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუ ტელეკომპანია ”ბლუმბერგთან”

მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ”ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში  საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, გეგმებსა და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია ”ბლუმბერგისთვის” მიცემულ ინტერვიუში  საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე, გეგმებსა და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. მისი თქმით, ინვესტიციები განსაკუთრებით ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის,  ენერგეტიკულ  და ჰიდროსადგურების მშენებლობის სექტორში შემოდის. ქვეყანაში დიდი რაოდენობით ინვესტიციები ყატარიდან შემოედინება. გარდა ამისა, მოლაპარაკებები ქუვეიტელ და არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბიზნესმენებთანაც მიმდინარეობს. საქართველოში საემიროებმა  მილიარდზე მეტი ინვესტიცია უკვე განახორციელეს.  

”წელს ჩვენ მთლიანობაში, დახლოებით, 6 –პროცენტიან ეკონომიკურ  ზრდას ველით. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზია. გაისად ეს მაჩვენებელი უკვე  7 – 8 პროცენტი იქნება” –  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge