ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს „ბუტას“ დამფუძნებელი და დირექტორი თეიმურაზ გოგუაძე დიდი რაოდენობით პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე დააკავეს. იგი რამდენიმე წლის მანძილზე სხვადასხვა ფიზიკური პირისგან ფოლადის მილებს ყიდულობდა და შემდეგ ამ მილებით შპს „თბილქალაქგანათებას“ ამარაგებდა. ეჭვმიტანილმა, უსაბუთოდ შეძენილი მასალების ბუღალტრული აღრიცხვის მიზნით, დაამზადა და გამოიყენა 250 000 ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი სასაქონლო ზედნადებები, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.
დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე.