ეკონომიკა

ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოების ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი

27 ოქტომბერი, 2010 • • 1198
ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოების ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ, სს „კრედიტინფო საქართველოს“ და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად, საკრედიტო ინფორმაციის ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოების შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერა ხელი.

საკრედიტო ინფორმაციის ერთიანი ბაზის შექმნა  ხელს  შეუწყობს საკრედიტო აქტივობის ზრდასა და მოქალაქეებისათვის სესხებზე ხელმისაწვდომობას.

მემორანდუმის თანამხმად:

   • კომერციული ბანკები თანხმდებიან, რომ, როგორც წესი, საკრედიტო ისტორიის სუბიექტის შესახებ მხოლოდ „კრედიტინფო საქართველოში“ არსებული მონაცემები არ იქნება მსესხებლისათვის სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
   • მსესხებლის საკრედიტო ისტორია შეინახება 7 წლის განმავლობაში, რაც შეეხება შეუსრულებელ ვალდებულებებს, მათი შენახვის ვადა 7–დან 5 წლამდე შემცირდა.
   • სუბიექტს უფლება ექნება, კრედიტინფო საქართველოს ოფისში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, მიიღოს მონაცემთა ბაზაში თავისი სტატუსის  შესახებ არსებული მონაცემები.

მასალების გადაბეჭდვის წესი