სემეკ–ში დოკუმენტაციის წარდგენის ვადა ამოიწურა

ხვალ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია სხდომას გამართავს, რის შედეგადაც გადაწყდება იმ კომპანიების დაჯარიმების საკითხი, რომლებსაც რეგულირების საფასური არ გადაუხდიათ. 

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი ყველა პირი, ვისი საქმიანობაც მიეკუთვნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროს, ვალდებულია, სემეკში წარადგინოს 2008 წლის 18 სექტემბრის #24 დადგენილებით დამტკიცებული “ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესებით” მოთხოვნილი დოკუმენტაცია და დაფაროს რეგულირების საფასური.

წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული პირის მიმართ ტარდება საჯარიმო სანქციები.

დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადად  27 ოქტომბრის 14:00 სთ განისაზღვრა. დაჯარიმება 30 კომპანიას ემუქრება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge