ეკონომიკა

რუსეთში კორუფციის დონე კვლავ მაღალია

27 ოქტომბერი, 2010 • • 1092
რუსეთში კორუფციის დონე კვლავ მაღალია

კორუფციის აღქმის ინდექსში რუსეთმა 178 ქვეყანას შორის 154-ე ადგილი 2.1 ქულით დაიკავა. 2009 წლის მონაცემებთან შედარებით, სიტუაცია რადიკალურად არ შეცვლილა და ქვეყანა კვლავ კორუმპირებულად რჩება.

”კორუფციის აღქმის ინდექსი”  ქვეყნებს 0-დან 10 ქულამდე აფასებს, სადაც 0 აღნიშნავს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, ხოლო 10– ყველაზე დაბალს. კორუფციის დეტალური აღქმისათვის რუსეთს სურს  მეზობელი ქვეყნების მონაცემების გამოყენება, რომელთა შორისაა პაპუა-ახალი გვინეის, ტაჯიკეთის, დანიის, ახალი ზელანდიისა და სინგაპურის რეიტინგები, რომელთაც  რეიტინგის მიხედვით,  9. 3 ქულა აქვთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ უმაღლესი 10 ქულა არავის მიუღია.

 სიას ”ლიდერობს” სომალი, რომლის სარეიტინგო ქულა 1.1-ია. რუსეთის ანტიკორუფციული ცენტრის დირექტორი ელენა პანფილოვა იმედოვნებს, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება და რუსეთში კორუფცია აღმოიფხვრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი